პარიზში ირანის საკონსულოში კაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში, ირანის საკონსულოში კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციის და პროკურატურის ცნობით, კაცი დაკავებულია. როგორც ცნობილია, კაცს ასაფეთქებელი ჟილეტის მსგავსი სამოსი ეცვა, თუმცა პოლიციამ რეალური მოწყობილობის კვალი ვერ იპოვა.
“ამ ეტაპზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არაა ნაპოვნი” – წერია პარიზის პროკურატურის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზის პოლიციამ საკონსულოში შეჭრილი კაცი დააკავა, შენობის ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების გამო მაინც დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ