“პარიზში ვიღაც ქართველი მოგვვარდა, ბავშვის წინ დაგვიწყო გინება და ლევანს დაარტყა” – აქტივისტი ნინი შათირიშვილი

აქტივისტ ნინი შათირიშვილის ინფორმაციით, პარიზში, მას და მის ქმარს, ლევან მოსეშვილს თავს დაესხნენ. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, თავს ქართველი პირი დაესხათ:
“პარიზში ვართ, იკას ვასეირნებდით და ვიღაც ქართველი მოგვვარდა, ბავშვის წინ დაგვიწყო გინება და ლევანს დაარტყა.
დღეა, ხალხი ირეოდა და მალევე გაიქცა ეს ნაძირალა”, – წერს ნინი შათირიშვილი.