პარიზი გააგრძელებს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას უკრაინისთვის

საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ, როცა კომენტარი გააკეთა -ის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ასეთი ინფორმაციის გაზიარება უკრაინისთვის.

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის დაზვერვა დამოუკიდებლად მოქმედებს და აქვს საკუთარი სადაზვერვო მონაცემები, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც გააგრძელებს. ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ამის გაკეთება ალბათ უფრო რთული იქნება, რადგან ის შეერთებულ შტატებთან საერთო სადაზვერვო ალიანსის ნაწილია.
მანამდე Financial Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, რამაც შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, დაარტყას ს სამიზნეებს.
გაზეთი Daily Mail-ი ადრე წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლონდონს აუკრძალა სთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება. ხუთშაბათს გაზეთი ასევე წერდა, რომ ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გარეშე, ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები უკრაინისთვის არსებითად “უსარგებლო” გახდა.
შეერთებულმა შტატებმა ს დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ს შელაპარაკება მოუვიდა ტრამპთან და -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.
ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კიევისთვის დაზვერვისა და სხვა სამხედრო დახმარების გადაცემის მორატორიუმის კომენტირებისას, ნათლად განაცხადეს, რომ აკრძალვა მალე შეიძლება გაუქმდეს, თუ აქტიურად ჩაერთვება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“