პარიზის სასამართლომ 10 ბრალდებული დამნაშავედ ცნო საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში

პარიზის სასამართლომ 10 ბრალდებული დამნაშავედ ცნო საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჟიტ მაკრონის შესახებ ინტერნეტ-სივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და კიბერბულინგში.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულები – რვა მამაკაცი და ორი ქალი ბრიჟიტ მაკრონის შესახებ ავრცელებდენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის თეორიას, რომ ის მამაკაცად დაიბადა და ტრანსგენდერია.
მოსამართლემ განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელად მიიჩნია განსასჯელთა მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები პედოფილიის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ასაკობრივ სხვაობას საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის შორის.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 41-დან 65 წლამდეა, პარიზის სასამართლომ განაჩენი 5 იანვარს გამოუტანა. მათ შორის არიან საჯარო მოხელე, მასწავლებელი, ინფორმატიკის სპეციალისტი და ბლოგერები.
ერთ ბრალდებულს, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადდა, ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენებს კი პირობითი სასჯელი ოთხიდან რვა თვემდე, ჯარიმა და კიბერბულინგის მავნებლობის შესახებ სავალდებულო კურსის გავლა. ზოგიერთი ბრალდებული აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში მათი კომენტარები ხუმრობა იყო და კანონით დევნის მიზეზი გაუგებარია.
ბრიჟიტ მაკრონი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. საფრანგეთის პირველმა ლედიმ ტელეარხ TF1-ს განუცხადა, რომ მის მიერ ინიციირებული სასამართლო დავის მიზანი იყო მაგალითის მიცემა ინტერნეტ-ბულინგთან საბრძოლველად.
2025 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა -ში, დელავერის სასამართლოში უჩივლეს ულტრაკონსერვატორ ამერიკელ ბლოგერს, შეთქმულების თეორიების მიმდევარ ქენდის ოუენსსაც. მას ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ოუენსმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით ხელმომწერი ჰყავს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცად დაიბადა და შემდეგ სქესი შეიცვალა. ოუენსი იმასაც აცხადებდა, რომ და მისი ცოლი სისხლით ნათესავები არიან და, რომ საფრანგეთის პრეზიდენტად ს არჩევა -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტი იყო.
მაკრონების სარჩელის თანახმად, ოუენსი მუდმივი ცილისმწამებლური თავდასხმებით ცდილობს თავისი მედიაპლატფორმების პოპულარობისა და აუდიტორიის გაზრდას და ამ გზით ფულის შოვნას.
ფორუმი