პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც აზიანებს თავად ევროკავშირს

რაც შეეხება რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არის გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც ვხედავთ, რომ კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში და წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში, ფაქტობრივად, გაწირა ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის. ზუსტად იმ ევროპარლამენტარებმა, რომელთაც ვხედავთ ხოლმე ტელეეკრანებზე, ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც ამერიკაში ლობისტების სიაში აღმოჩნდნენ, ამერიკელი ლობისტები უმზადებენ რეზოლუციის ტექსტს. ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან.
რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა როგორც დასანქცირებაზე, ისე ს გათავისუფლებაზე – არაფერი სიახლე აქ ამ მხრივ არ არის, არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, ვისაც პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ ეს რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, გამოიყენონ იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ხალხს.
სამწუხაროა ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან, ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალებში, ვინაიდან, როცა ვხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ეხება. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ ოლიგარქი ს სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.