პალესტინის პრეზიდენტი – ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება

ღაზას სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, – ამის შესახებ განცხადებას პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია აღწერა როგორც აგრესიული და ამორალური, როგორც ყველა ჰუმანიტარული პრინციპისა და ღირებულების უხეში დარღვევა და ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს“, – ნათქვამია მაჰმუდ აბასის ოფისის განცხადებაში.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განცხადება აშშ-ის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადების შემდეგ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”