პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი „ჰამასს“ მოუწოდებს, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ მოუწოდებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს.
„მოვუწოდებთ „ჰამასის“ მოძრაობას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სწრაფად დაასრულოს, რათა ჩვენი პალესტინელი ხალხი კიდევ ერთი კატასტროფული მოვლენისგან დაიცვას, რომელსაც 1948 წლის „ნაკბაზე“ არანაკლებ მძიმე შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს მაჰმუდ აბასი.
აბასი -ის ადმინისტრაციასა და არაბ ძმებს მოუწოდებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად გულმოდგინედ იმუშაონ, რათა პალესტინელი ხალხი დამანგრეველი ომით გამოწვეული უბედურებისგან დაიცვან.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰს, ს მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისგან გადაარჩენს. შეგახსენებთ, გუშინ კაიროში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ