პაკისტანში სიცხისგან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სიცხისგან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია.
საავადმყოფოებში სიცხის გამო ათასობით ადამიანი მოხვდა. განსაკუთრებულად დიდი მსხვერპლია ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ კარაჩში.
ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს ავიდა, მაგრამ მაღალი ტენიანობის გამო, შეგრძნების დონეზე სიცხემ 49-50 გრადუსამდე აღწევდა.
კარაჩის მორგში სხვა დღეებში ყოველდღიურად 30-დან 40 ცხედრამდე ხვდება. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რიცხვი 95-დე გაიზარდა.
“იმ ადამიანთა ასაკი, ვინც საავადმყოფოს მიმართა, საშუალოდ 60-დან 70-დე მერყეობს. მაგრამ იყვნენ ასევე 45 და 20 წლის ადამიანებიც კი. ბევრი მათგანი, ვისაც დახმარე გავუწიეთ, ქუჩაში მუშაობდა”. – ამბობს კარაჩის საჯარო საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი იმრან სარვან შეიხი.
სიტუაციას ასევე ართულებს ქალაქში ელექტროენერგიის მომარაგების წყვეტა. შუქის წასვლის დროს ითიშება კონდიციონერები და სხვა გაგრილების საშუალებები.