პაკისტანში არჩევნები გაიმართა

პაკისტანში, ხმებს ითვლიან ხუთშაბათს გამართული არჩევნების შემდეგ, რომელსაც თავდასხმები და მობილური ტელეფონის სერვისების შეჩერება გასდევდა თან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ვინ გაიმარჯვა, სავარაუდოდ ნათელი გახდება პარასკევს დილას, რადგან ხმების დათვლა გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კენჭისყრამ შეიძლება არ გამოავლინოს აშკარა გამარჯვებული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ჯარისკაცი იყო ქუჩებსა და საარჩევნო უბნებზე განლაგებული, ხოლო ირანის და ავღანეთის საზღვრები დროებით დაიკეტა.
უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ბომბის აფეთქების, ყუმბარით თავდასხმებისა და სროლის შედეგად.
მთავარი კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფია. მოსალოდნელია, რომ შეჯიბრი იქნება იმრან ხანის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის, რომლის პარტიამაც წინა ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა, და შარიფის „მუსლიმთა ლიგას“ შორის, რომელსაც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ მხარს სამხედროები უჭერენ. ხანი პატიმრობაში იმყოფება.
მთავრობის მიერ, მობილური მომსახურების შეჩერებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან. „საერთაშორისო ამნისტიამ“ ამას უწოდა “უხეში თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ