მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია თითოეული მოქალაქის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა, თუ პრემიერმინისტრი. ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“ [საზოგადოებრივი მაუწყებელი] | თქვა ღარიბაშვილის დაკავებასა და მისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯაზე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფმა პაატა სალიამ




