პაატა მანჯგალაძე – შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად

ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სხვა არჩევანი არ არის, გარდა იმისა, რომ „ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის“.
„არ მოვუსმინოთ რეჟიმის ცრუ პროპაგანდას და მის პროპაგანდისტებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგონილი მტრებითა და ხელოვნურად შექმნილი საფრთხეებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და დაშინებას მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავინახოთ მთავარი რეალობა: ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი. ისინი მუდმივად ემუქრებიან ქართველ პატრიოტებსა და დასავლელ მეგობრებს ქვეყნის დანგრევით, ყველაფრის განადგურებით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
ამიტომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის.
სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ზოგიერთი პირი მოძალადე რეჟიმის მხარეს დგას ან პირადი გამორჩენისთვის, ან შიშით.
შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად“, – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება