პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს – თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით მოქალაქეებს

თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით საქართველოს მოქალაქეებს, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
მანჯგალაძის შეფასებით, ს ბოლოდროინდელი განცხადებები სიძულვილის ენითაა გაჯერებული.
„ვუსმენ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროინდელ განცხადებებს და ეჭვი მაქვს, ღარიბაშვილის ჯერ კიდევ წაუკითხავი განცხადებებიდან აკითხებენ სიძულვილის ენით გაჯერებულ ციტატებს.
თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა. დაანებეთ თავი მოქალაქეების დროის უქმად კარგვას და იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით საქართველოს მოქალაქეებს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიამ ლექსმანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს – აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ