პაატა მანჯგალაძე – სანქციები არის და კიდევ იქნება – ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს

ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, უწყვეტ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების ქმედებას, ხალხი ხედავს და მომავალშიც დაინახავს.
“არჩევნების შემდეგ პირველი იყო, რომ დამთრგუნველად მოქმედებდა შედეგი, რომელიც თავხედურად დაიწერეს ქოცებმა. შემდეგ ნელ-ნელა თვალი გავუსწორეთ საფრთხეს, ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა არ მივიღეთ და დავიწყეთ წინააღმდეგობებისა და პროტესტების ორგანიზება ისე, რომ არ ვიცოდით, რამდენი ვიყავით ან რამდენი ხანი ვიქნებოდით, რას გააკეთებდა ევროპა და რა იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ამ ტოტალურ გაყალბებაზე და უსამართლობაზე. ყველა ვგრძნობდით, თუ ამ ტოტალურ უსამართლობას შევეგუებოდით ან/და ჩვენი რეაქცია იქნებოდა სტანდარტული, ანუ გამოვიდოდით რამდენიმე ხანი და მერე დავიშლებოდით, პარტნიორების რეაქციაც იქნებოდა სტანდარტული. ვიცით, ხომ – ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს.
ანუ ერთადერთი სწორი რეაქცია იყო უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტი, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა, ანუ სიცხადე შეიტანა პროტესტის დასაწყისში უცნობ მთავარ მოცემულობებზე:
რამდენი ვართ რეალურად ქუჩაში დგომისთვის მზად? პასუხია: ასობით ათასი.
რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი, ანუ გამარჯვებამდე.
რა იქნება პარტნიორების რეაქცია-არცერთი შემდგარი დემოკრატია არ აღიარებს ქოც-მთავრობას ხელისუფლებად. იქნება სანქციები? – არის და კიდევ იქნება.
ახლა მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს.
გამარჯვების გზა-პროტესტი, არ შეგუება, პროტესტი!”, – განაცხადა მანჯგალაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ