პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს – როგორც ვიცი, „კარუსელი“, როტაციის პრინციპი გქონიათ შემოღებული – რაღაც მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება

როგორც ვიცი, კარუსელი, როტაციის პრინციპი გქონიათ შემოღებული – რაღაც მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება – რა მმართველობის ფორმაა ეს?! – ასე მიმართა პრემირ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მ.
როგორც მანჯგალაძემ კობახიძის მისამართით განაცხადა, არავინ იცის რატომ, რა პრინციპით გაუშვეს თანამდებობიდან და შეარჩიეს ის პრემიერ – მინისტრის პოსტზე, რაც სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა.
„ორი თვის წინ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ზარ-ზეიმი იყო. პარლამენტის ჭერი ტაშის კვრით ჩამოინგრა და ვნახეთ, რომ ერთ დღეს ეს ადამიანი არ არის. მაშინ მე ღარიბაშვილს ვუთხარი: – თქვენ გაქვთ მოდელი, როცა ყველა ექვს თვეში ერთხელ მიდიხართ და ეკითხებით, ხომ არ მოვიდა წასვლის დრო? – ვკითხე, ახლა ხომ არ მოვიდა წასვლის დროს. მან ამ საკითხზე არ მიპასუხა – ახლა როგორ ხართ შეთანხმებული?“ – მიმართა კობახიძეს პაატა მანჯგალაძემ.
მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ