პაატა მანჯგალაძე – ველოდები, შალვა პაპუაშვილი როდის ამხელს ნატოს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაეროს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში – მეტი ვინღა უნდა გვითხრას? მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?!

ველოდები, როდის გამოვა და როდის ამხელს ნატოს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაეროს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში – როცა გაერო, ნატო, ევროკავშირი და ევროსაბჭო გეუბნება, რომ კანონი არის ანტიევროპული, რუსული, მეტი ვინღა უნდა გვითხრას? მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?! – ეს განცხადება “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დეპუტატმა მ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, “ქართული ოცნების” კანონპროექტი მხოლოდ პესკოვს მოსწონს და “ერთ მხარეს დგას პესკოვი, ხოლო მეორე მხარეს, დანარჩენი ცივილიზებული სამყარო”.
მანჯგალაძის შეფასებით, კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, რადგან “ქართულ ოცნებისთვის” საქართველო ბოსტანი და საძოვარია და ბევრი ევროპა არ უნდა”.
“ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია – ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი – არ დარჩა არავინ! მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?!
კანონი მოსწონს პესკოვს – დავფიქრდეთ ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის!
ის, ვინც საფრანგეთს ახსენებს, ფრანგული კანონი ან წაკითხული არა აქვს, ან მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ფრანგული კანონპროექტის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საფრანგეთი შეთანხმდა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით თვალთვალისა და მიყურადების ალგორითმი შეიცვალა და მეორეც, ამ კანონის მიხედვით, მეგობარი და მტერი სახელმწიფოები განისაზღვრა – რეგულაციები მეგობარ სახელმწიფოებზე არ ვრცელდება. “ქართული ოცნების” კანონპროექტის მთელი უბედურება კი იმაშია, რომ “ქართული ოცნება” მას ს გარდა, ყველაზე ავრცელებს.
გაკვირვებული ვარ, რა გამჭვირვალობას ითხოვს ის ხალხი, ვისაც ს გამჭვირვალობა ვერ ჩაუტარებია – იმ ადამიანის გამჭვირვალობა, რომელიც ამბობდა, რომ ნაჩუქარი ათასი დოლარით ისწავლა და დღეს ამბობს, რომ მამამისი მილიონერია. “ქართული ოცნების” რომელი წევრი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალობით?! – ამ კითხვას უნდა უპასუხოს ცრუპენტელა, გადამგდებმა, ცრუ და თაღლითმა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ