პაატა მანჯგალაძე – არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.
მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა.
„ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და მიიყვანოს ბოლომდე. როცა კანონპროექტი ექნება დასრულებული, მე პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სხვანაირად. „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში