პაატა ზაქარეიშვილი: ჩემი შვილის დაკავების ამბავი სოციალური ქსელით გავიგე…

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, გამ­თე­ნი­ას აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის ვაჟი, მი­ხე­ილ ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი. ის ამ დრომ­დე სა­გა­რე­ჯოს იზო­ლა­ტორ­ში რჩე­ბა. ოჯახ­მა შვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყო.

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

– სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­გეთ მისი და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი, ჩემი შვი­ლი, მი­ხე­ილ ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, გამ­თე­ნი­ას, 6 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს აქ­ცი­ა­ზე და ბრა­ლად ედე­ბა თით­ქოს პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და ხუ­ლიგ­ნობ­და. არა­და კად­რე­ბი გავ­რცელ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით მისი და­კა­ვე­ბის და კად­რებ­ში ჩანს რომ არა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწევს. მშვი­დად მიყ­ვე­ბა პო­ლი­ცი­ას.

სა­ეჭ­ვოა რომ პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია, ასეა თუ ისეა, ფაქ­ტია და­კა­ვე­ბუ­ლია, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია გა­და­ცე­მუ­ლი და ალ­ბათ სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ას­წრო და ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რა, რომ და­ა­კა­ვეს, ასე გა­ვი­გეთ ჩვენ და მერე ტვ. პირ­ვე­ლის კად­რე­ბიც ვნა­ხეთ, სა­დაც ნამ­დვი­ლად ჩან­და კად­რებ­ში. ჩემი შვი­ლი 1987 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის სულ და­დის აქ­ცი­ა­ზე.

და­ვად­გი­ნეთ რომ სა­გა­რე­ჯო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ჩა­ვე­დი იქ, რომ გა­მე­გო რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ახლა მოვ­დი­ვარ იქი­დან. ფი­ზი­კუ­რად არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მო­ი­ნა­ხუ­ლა ად­ვო­კატ­მა და რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცე­მის კვა­ლი არ ეტყო­ბა. არც ერთი აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. ვი­ღა­ცე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­გა­რე­ჯო­ში, მაგ­რამ არ ვიცი მათ შო­რის არი­ან თუ არა ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბი. მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ახლა და­ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ჯერ სა­სა­მარ­თლო ჩა­ნიშ­ნუ­ლი არ არის.

რაც ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ში­ნე­ლე­ბაა… ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო, არა­მედ იმის გამო რომ რაც აღე­ბუ­ლი აქვთ კონ­სტი­ტუ­ცი­ით ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმას რომ არ ას­რუ­ლე­ბენ. ნა­ტო­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად თქვეს უარი, თვი­თონ შე­ა­ჩე­რეს ეს პრო­ცე­სი და ფა­რი­სევ­ლუ­რად აბ­რა­ლე­ბენ ევ­რო­კავ­შირს.

ევ­რო­კავ­შირ­მა თქვა, პი­რო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე­თო, ესე­ნი პი­რო­ბებს არ ას­რუ­ლე­ბენ და და­სავ­ლეთს აბ­რა­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ევ­რო­კავ­ში­რი ამ­ბობს ვიდ­რე პი­რო­ბე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა, ვერ გავ­ხსნით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სო და ესე­ნი ად­გნენ და და­ხუ­რეს. მათ არ უნ­დათ ევ­რო­კავ­შირ­ში. რა­ღა­ცებს იგო­ნე­ბენ, რაც სა­სა­ცი­ლოა და ყვე­ლას კარ­გად ეს­მის რა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ და ამი­ტომ არის ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს