პაატა ზაქარეიშვილი – გერმანია არ ამბობს, რომ „შოლცი ცდებოდა“, პირიქით, „ქართული ოცნების“ მიმართ პოლიტიკას უფრო ამკაცრებს, ორბანს კი საქართველო არ ადარდებს, მისი ამოცანაა, ულტრამემარჯვენეთა ოჯახი შეაკოწიწოს

ორბანისთვის მთავარია, ევროპაში ულტრამემარჯვენეთა ოჯახი შეაკოწიწოს – საქართველო მას სჭირდება როგორც ნიმუში, რომ არა მარტო ევროკავშირის სახელმწიფოებშია წარმატებული ულტრამემარჯვენეობა, არამედ საქართველოშიც – ორბანს საქართველო აბსოლუტურად არ ადარდებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს მიერ გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ზაქარეიშვილმა ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, თუ ორბანი ბრიუსელიდან ისეთ რაღაცებს მიიღებს, რაც მას „დააკმაყოფილებს, ის იმავე დღეს ჩარეცხავს საქართველოს“.
„უნგრეთი ულტრამემარჯვენე ღირებულებებით ცდილობს თავის სახელმწიფოში ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში, ორბანის ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ისინი სწორედ მოსკოვიდან იკვებებიან. ძალიან ხშირად ერთი და იმავე ფრაზეოლოგიით საუბრობენ როგორც მოსკოვში, ისე თბილისში და ბუდაპეშტში. საქართველო მას სულ არ ადარდებს. ორბანს საქართველო აბსოლუტურად არ ადარდებს. მისთვის მთავარი ამოცანაა, ევროპაში შეაკოწიწოს ულტრამემარჯვენეთა ოჯახი. საფრანგეთთან პრობლემები აქვს და იქ არ გამოუვიდა. საქართველო მას სჭირდება როგორც ნიმუში, რომ აი, ხომ ხედავთ არა მარტო ევროკავშირის სახელმწიფოებშია წარმატებული ულტრამემარჯვენეობა, არამედ საქართველოშიც ეს მომენტია. საკმარისია ორბანმა რაღაცები მიიღოს ბრიუსელიდან, ისეთი, რაც მას დააკმაყოფილებს და იმავე დღეს ჩარეცხავს საქართველოს. მას საქართველო არ აინტერესებს. მას საქართველო არგუმენტად სჭირდება და არა იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს. მისთვის მთავარია, თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შეუქმნას ილუზია თავის ამომრჩეველს. როგორც „ქართული ოცნება“ უნგრეთში, თავის ამომრჩევლებში ეძებს არგუმენტს, რომ უნგრეთი ჩვენთანაა, ასევე, ორბანი ეძებს არგუმენტს საქართველოში, რომ აი, ხომ ხედავთ, საქართველო ჩვენ გვერდითაა“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება რუმინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობას, ამ თემაზე საუბრისას ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება, „რუმინეთი უნგრეთს საქართველოს მიმართ თავის უღირს ქცევებში გაუტოლდეს“.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილი გამოეხმაურა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებასაც. ზაქარეიშვილის შეფასებით, გერმანიის მხარდაჭერა „უნიკალურია“ იმის ფონზე, რომ „ქართული ოცნების“ პრობლემა პოლიტიკური კრიზისია“.
„სანქციები აშინებთ, ამიტომ ძალიან ნერვიულობენ ამაზე. ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც, ს ჰქონდა კომპლექსი, როდესაც ჟურნალისტი დაელაპარაკა, [უთხრა] ხომ მაღიარებო. მათ სჭირდებათ აღიარება და გარკვეულწილად ის, რომ ვიღაცები პატივს სცემდნენ, არ ებრძოდნენ და სანქციებს არ უწესებდნენ. რა თქმა უნდა, ეს მათთვის მნიშვნელოვანია. უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ, რომ პოლიტიკოსები საუბრობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. უნდა შევაფასოთ არა საუბრით, არამედ საქმით. საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ მთელი საქმიანობა, რაც ოქტომბერში ხელისუფლება მიითვისეს, მიმართულია იქით, რომ როგორმე ჩაახშონ საპროტესტო მუხტი საქართველოში. ყველა კანონი, მათი ქმედებები აქციების წინააღმდეგაა. ხომ თვლიან, რომ ლეგიტიმურები არიან და სახელმწიფოს მართავენ, მათ სახელმწიფოში არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ აქციები უნდა ჩაახშონ. მათი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რასაც არ აღიარებენ სიტყვით და აღიარებენ მოქმედებით. ამ ფონზე გერმანიის მხარდაჭერა უნიკალურია“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „ღმერთმა გერმანია გამოაცოცხლა, მას შემდეგ რაც შოლცი და ძველი ხელისუფლება წავიდა“.
„უკვე ჩანს, რომ ჯერ კიდევ გერმანიის არჩამოყალიბებული ახალი კოალიცია, უნიკალურ სილუეტებს ავლენს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის იქნება მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, მერცმა უკვე განაცხადა უნიკალური რამ, რომ „გერმანია ბრუნდება“. ეს ათი წლის უკან, პრაქტიკულად, შემაშფოთებელი იქნებოდა. ფანტასტიკური სიტყვებია. ანუ, გერმანია ამდენ ხანს იყო ძლიერი ეკონომიკური ლოკომოტივი ევროპაში. დღეს, გერმანიამ ჩათვალა, რომ საჭიროა შეიარაღების განახლება. უცებ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან ერთად გერმანიას, რომელიც არ არის ბირთვული სახელმწიფო, შეუძლია უნიკალური ახალი სიცოცხლე შესძინოს. ამ ფონზე, ეს გერმანია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას არ უცხადებს. კი არ ამბობს, რომ ჩემი წინამორბედი შოლცი რაღაცებში ცდებოდა. მთლად ასე არაა საქმე, იქ რაღაცები ხდება, რაღაც დემოკრატიული მოძრაობებია. არ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საინტერესო მოვლენაა. პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა პოლიტიკა, ვიდრე შოლცის პოლიტიკა იყო. ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სანქციებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მივესალმებით“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილმა ისაუბრა ამერიკის კონგრესში „მეგობარი აქტის“ შესახებ მიმდინარე განხილვებზე. მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან ისეთ სტრატეგიულ ურთიერთობაში ვეღარ იქნება, როგორშიც ამდენ ხანს იყო“.
„მეგობარი აქტი“ კიდევ ერთხელ დაადასტურებს უფრო მეტად სამართლებრივად და არა პოლიტიკურად ან განცხადებების დონეზე, რომ აშშ-ის, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადრე ადმინისტრაციაში, ორპარტიული დამოკიდებულება აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება. მათთვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სამოქალაქო ღირებულებს უაღრესად პრინციპული მნიშვნელობას აქვს. მათთვის მიუღებელია საქართველოს მიერ სამწუხაროდ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჩინეთისა და ირანის მიმართ. ის, რომ ასე იოლად უთმობენ უნიკალურ გეოსტრატეგიულ ადგილს – საქართველოს სამხრეთ კავკასიაში, ჩინეთს კი შავი ზღვის სანაპიროს. ირანს ეთამაშებიან გაუგებარი თამაშებიდან გამომდინარე. მათთვის მიუღებელია ასე ჩამოუყალიბებელი საქართველო. რაკი მათ, „ქართულ ოცნებას“ არ ესმით სიტყვების, მაშინ ჩვენ გადავდივართ საქმეზე და „მეგობარი აქტი“ იქნება გამოკვეთილი პოზიცია. „მეგობარი აქტი“ ნიშნავს იმას, რომ აშშ საქართველოსთან ისეთ სტრატეგიულ ურთიერთობაში ვეღარ იქნება, როგორშიც ამდენ ხანს იყო. ეს მუშაობს არაღიარებაზე. აშშ მარტო იმაზე კი არ მუშაობს, რომ თვითონ არ აღიარებს სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ეს სასაცილოა. ის მუშაობს სხვა ქვეყნებზე, ვისზეც რუსეთმა შეიძლება გავლენა მოახდინოს და ს თხოვნით გადაწყვიტოს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, პოლიტოლოგმა ისაუბრა საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართულ 12-საათიან მოლაპარაკებებზეც. მისი თქმით, პუტინს „მხოლოდ და მხოლოდ, გამარჯვება სჭირდება“.
„მთავარია, ამერიკელები დადგნენ ფაქტის წინაშე – რუსეთი არ აპირებს მიჰყვეს აშშ-ის შუამავლობას. ეს შეურაცხმყოფელიც კია. ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოდი, დაველაპარაკები პუტინს და 30 დღით შევაწყვეტინებ მთელს პერიმეტრზე – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე სროლებს და პუტინი ბედნიერი დამთანხმდებაო. პუტინი ბედნიერი არ არის და არ თანხმდება. მას არ სჭირდება მშვიდობა, მას, მხოლოდ და მხოლოდ, გამარჯვება სჭირდება. ტრამპში ნელ-ნელა შედის, რომ ის არ არის ყველაფრის განმკარგველი და თუ შეიძლება ასე ითქვას, ხდება პუტინის მანიპულაციის მსხვერპლი. ამიტომ, მას რაღაცნაირად უნდა გამოძრომა მოახერხოს. თუ მოხდება 30 დღით სამივე კომპონენტზე ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ ეს ნამდვილად იქნება ტრამპის გამარჯვება. მაგრამ დაუშვებს კი პუტინი, რომ ის ვიღაც ამერიკის მართული გახდება, თუ მან თავისი პირობები არ დააყენა?!“- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.