ოცნება ღალატობს საკუთარ ხალხს… ტაშს ვუკრავ ყველა ქართველ ახალგაზრდას – არახამია

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, ევრიპარლამენტის რეზოლუციას და თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
საქართველო ისწრაფის ევროკავშირისკენ სა და მოლდოვასთან ერთად. ყველა ასე ვფიქრობდით დღევანდლამდე – რადგან უკრაინა და მოლდოვა ვხედავთ, რომ მიდის წინ ევროკავშირისკენ, მაგრამ საქართველოს მთავრობა შეჩერდა და ამ კანონის დემონსტრირებით საქართველოს მთავრობა უკან შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა – მათ სურთ, რომ ისინი მოსწონდეთ პუტინს, პესკოვს, მედვედევს, დუგინს და სხვა რუს პროპაგანდისტებს. მათ არ მოსწონთ რასაც ამბობენ შოლცი, მაკრონი, უსრულა ფონ დერ ლეიენი, ამიტომ ჩემთვის ეს ნათელს ხდის, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ უღალატოს საკუთარ ხალხს. იმიტომ რომ ქართველების 80%-ს სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, ქართველ ხალხს უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს სჭირდება საქართველო. ამიტომ, თუ ყველა ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია, სიღრმეებში არ უნდა ჩახვიდეთ და ამ კანონზე არ უნდა ისაუბრო. შენ უარი უნდა თქვა ამ კანონზე. მე მსურს ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას, მათ ნამდვილად ესმით სად არის მათი მომავალი. ყველამ იცის რა მოყვა ამ კანონის მიღებას რუსეთში. მათ მოკლეს ნავალნისნაირი ხალხი, დააპატიმრეს მოწინააღმდეგეები და ახლა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ციხეშია რუსეთში. დანარჩენებმა კი უბრალოდ დატოვეს . მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სწორი არჩევანია. მე ყოველთვის მეკითხებიან, რატომ არის სააკაშვილი ამ დრომდე დაკავებული საქართველოში. ამ პირობებში როდესაც ის არ არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც უნდა იყოს გათავისუფლებული და გადაყვანილი სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციისთვის. რეზოლუციის ასეთი მკაცრი ტონიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პარლამენტარი დასანქცირდება ევროკავშირისა და ამერიკის მიერ და ასევე დასანქცირდება მათი ოჯახის ყველა წევრი. იმიტომ რომ მმართველი პარტიის წევრთა უმეტესობის შვილები სწავლობენ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. მაგრამ რატომღაც ისინი არ აძლევენ შანსს სხვების შვილებს, რომ წავიდნენ ევროპაში.