„ოცნების გეგმა არის უსუსტესი, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ მივიღოთ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა.
ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოცნებას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის დაწყებისკენ და გამოვხატეთ მზადყოფნა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დღიდან ოცნება გეგმას მალავს. ხელისუფლებას ამ პერიოდში არ გამოუხატავს მზაობა რეკომენდაციების რეალურ შესრულებაზე. გუშინ სადღესასწაულო დღეებში, როცა თითქმის არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანაში არ იმყოფება და შეუძლებელია მათი პოზიციის გარკვევა, ოცნებამ გამოაქვეყნა შინაარსობრივად სუსტი გეგმა. ქვეყნისთვის ისტორიულ პროცესში, გადამწყვეტი არჩევნების წინ, ასეთი შინაარსობრივად სუსტი გეგმის გამოქვეყნება ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებული კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკვე წარდგენილია პარლამენტის თავმჯდომარესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი რეკომენდაციების შესრულების იძულებისთვის და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გავხადოთ ხელისუფლების რეალური განზრახვა.
გამოვხატავთ მზაობას სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ოცნება მარტო არ დაიტოვება.
