“ოცნებას ოპოზიცია პირწმინდად ამარცხებს აქციების სტრატეგიაში!” – მორგოშია

1. ოცნებამ კონსერვატიული ფლანგი ბოლომდე ისე გადაიმტერა, რომ მათ გამო თითის განმძრევი ადამიანიც კი აღარ მოიძებნება. 2. “ალტ-ინფოს” პარტიის არაკანონიერად გაუქმების გამო!!! სახელმწიფო ინსტიტუტები თავზე ჩამოიმხეს, ამასთან მთელი ეროვნული ფლანგი დედას აგინებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ლიბერალური ფლანგიც აკრიტიკებს, ამ ფონზე იმ მიზანმა, რომელიც უგუნური ნაბიჯით ევროპელი და ამერიკელი ვაი პარტნიორებისთვის თავის მოწონებას ემსახურებოდა ფიასკო განიცადა!!! 3. ოცნებამ თავისივე ნაფერები და დაფინანსებული ინტელიგენციის, არტისტების და სპორტსმენების 90% დაიპირისპირა. 4. ოცნებას მთელი ევრო ზონის დიპლომატები და პირველი პირები აკრიტიკებენ და ემუქრებიან. 5. პარლამენტში მთელი ძალოვანი სტრუქტურები თუ არ დაიხმარეს, ვერც შედიან და ვერც გამოდიან. პრემიერი ღამეს კანცელარიაში ათენებს და ვერ გამოდის, თან გარეთ 10,000 ძალოვანი ყარაულობს, სამარცხვინოდ. 6. ოცნება თავისივე ლავირებაში გაიჭედა უდაოდ, ანუ ჯერ კონსტიტუციაში ჩაწერეს სიგიჟე, რომ ევროპაში მიდიან და მერე იმავე კონსტიტუციას არღვევენ, ევროპის ლიდერები ეუბნებიან ამ ფორმაში არ მიგიღებთო და ესენი პასუხობენ თუ არ მიგვიღებთო ფანჯრიდან შემოვიპარებითო. ტიპებს ეუბნებიან, რომ ასე არ მიგიღებთო და ესენი ყველას ატყუებენ, არა კაცო მასპინძელს ვინ ეკითხება მე მაინც შევალო, რაც სრული ალოგიკურობა და სიგიჟეა!!! 7. მთავრობაში არიან და დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას აშინებს 200,000 კაცს გამოვიყვანო, ალბათ ამ 200,000 ადამიანში მეფე დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებულ 40,000 ყივჩაღსაც გულისხმობს!!! რეალობაში კი სუსის ჩარევის გარეშე სიპების და აიპების თანამშრომლებიც არ გამოვლენ თავისი ნებით. ამ ბიჭს იმდენიც კი არ ესმის, რომ მთავრობა ოპოზიცას კონტრ-აქციას არ უწყობს!!!! და თუ მაინც უწყობს ესეიგი ძალიან მაგარ შარშია!!! 8. ისიც მოახერხეს, რომ 12 წლის მერე მათი პარტიის ლიდერს, პირდაპირ ეთერში ურტყამენ და ეს უუნაროები “აბაროტს” იმ ფორმით იღებენ, რომ ელისაშვილის სახლის ჭიშკარზე ფალოსს ახატავენ პულვიზატირით, ესეც სრული უსუსურობა და პოლიტიკური ფსკერია!!! 9. ოცნებას ოპოზიცია პირწმინდად ამარცხებს აქციების სტრატეგიაში!!! ანუ წინა პლანზე ახალგაზრდები ყავთ და რადიკალიზმში არ გადადიდან, ამით დროს იგებენ და ყველას დასანახად ოცნების უსუსრობაზე პარაზიტირებენ, რითიც რეიტინგს უნულებენ!!! რადგან გამოკეტილი და ჩასვრილი ვაი-უმრავლესობა ძალიან საცოდაობაა. 10. ბოლო სერიაში ყველას დაასანქცირებენ და დემარშს გამოუცხადებენ და მერე დაიწყება შიდა რღვევა!!!
პ.ს რამდენიც გინდათ წერეთ 60% გვაქვსო ან 170%-იო მთელმა გალაკტიკამ იცის, რომ თქვენი რეალური რეიტინგი 30-35% და ისიც თუ ძალიან დიდი ფული დაიხარჯება და სუსი ყირაზე დადგება!!! და ბოლოს ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო!!!

ასევე დაგაინტერესებთ