ოსიმენის გუშინდელმა საქციელმა “ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა

გუშინ, 14 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლიმ” “ფროზინონეს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ “პარტენოპეის” ფეხბურთელები გულშემატკივრებისკენ გაემართნენ და მათ ბოდიში მოუხადეს, ასევე გაისმა რამდენიმე შეძახილი აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ.
DAZN-ის ჟურნალისტის ფრანჩესკო ფონტანას ცნობით, ამ მოთამაშეებს შორის არ ყოფილა ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელმა გასახდელში შესვლა არჩია და ქომაგებთან მისვლა არც კი უფიქრია.
როგორც ფონტანა აღნიშნავს, ამან “ნაპოლის” გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ვიქტორ ოსიმენი “პარტენოპეის” დატოვებს, მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.