“ტორპედომ” კაცნაკლულ თბილისის “დინამოს” ვერ მოუგო – “იბერია 1999”-მა და “დილამ” გაიმარჯვეს

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.
ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით მეხუთეზე.
„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)
თელავი – დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)
სამტრედია – იბერია 1999 0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)