“ორუელის ღორების ბოდვები” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება:
📍პედოფილიის ეპიდემია რომ მძინვარებს 📍მოზარდთა 67 პროცენტს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს; 📍 ოჯახები დახლეჩილია და ბავშვების დიდი ნაწილი მშობლების გარეშე იზრდება; ეს და სხვა მრავალი რეალური პრობლემა რომ დგას. ეს პოლიტიკური არარაობა დგას, და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს. უცხოელი ბავშვების პრობლემებს არჩევენ, ნაცვლად იმისა რომ ქართველი ბავშვების რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ. შედეგად ძალადობის საფრთხეს უზრდიან და ცხოვრებას ურთულებენ ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით დაიბადნენ და არაფერ შუაში არიან აი ამ ორუელის ღორების ბოდვებთან.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
თუ დააკვირდებით დასავლეთის მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი არ არის ანატომია და არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა.
და არამხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქმევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი და ა.შ.
არა, რა თქმა უნდა, არ აქვს [ამის არჩევანის თავისუფლება], იმიტომ, რომ არსებობს ორი სქესი – ქალი და კაცი, ეს არის ანატომია, ამაზეა საუბარი. როგორი რამეა იცით? თქვენ ხომ არ შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი ასაკი? შეგიძლიათ, თქვათ, რომ მე მინდა ვიყო ახლა 20 წლის… გინდათ, რომ იყოთ 20 წლის, რატომ არ ხართ 20 წლის? იმიტომ, რომ ეს არის ანატომია, ასევე არის სქესი… ცხოვრების წესთან არავითარი კავშირი არ აქვს ამას, ეს არის ბიოლოგია, ბიოლოგიური მარკერები არის ბიოლოგიური მარკერები, ადამიანი არის ან ასე ან არ არის ასე, ეს ბიოლოგიური მარკერებია. რა თქმა უნდა, შეიძლება, სქესის შეცვლა და სხვა შესაძლებლობები იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მარკერებზე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა…
ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და დედამიწას რომ დედამიწა შეგვიძლია, დავარქვათ და ქართლის დედას ქართლის დედა, ჯერჯერობით, ამაზე არავინ გვედავება, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ ცოტა ხანში ეს ჩვენს კარსაც მოადგება და აქედანვე უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია – რა გვინდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!