“ორმა რამემ გადამარჩინა” – რა შეემთხვა ბექა კობახიძეს თსუ-ში?

2013 წელს დოქტორანტი ვიყავი. დავწერე ვრცელი წერილი, რომელშიც ვამხილე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლანი. ადრეული ქოციანობის წლები იყო, რბილი.
ჯერ პოლიციაში მიჩივლეს და მერე სწორედაც რომ “უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაზე” მოითხოვეს ჩემი უნივერსიტეტიდან გარიცხვა. ჩემი სადოქტორო დისერტაციის ჩაგდება შეუძლებელი იყო, ამიტომ ამ ფორმით გადაწყვიტეს ჩემი დასჯა. რექტორი პაპავაც არ აპირებდა ამ საქმეში ჩარევას. უფრო მეტიც, წერილით მას რომ მივმართე ფაკულტეტი ასე იქცევათქო, ფაკულტეტს დააწერა საკითხი განსახილველად. როცა იძულებული გახდა შემხვედროდა ფაკულტეტის დეკანთან ერთად, ჩემი პოსტები მანახა ამობეჭდილი, ამას წერო შენო. ანუ, ღირსი ხარო რა… გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ ორმა რამემ გადამარჩინა: დასავლეთელი მეცნიერები ჩაერივნენ და პაპავას პირადად უთხრეს, რომ ამ უმსგავსებაზე ყველგან იტყოდნენ, ყველგან დაწერდნენ. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს, რომ თუ გამრიცხავდნენ, ათასი სტუდენტი დაჯდებოდა უნივერსიტეტის კიბეებზე და მოითხოვდა რექტორის გადადგომას. ამ ორმა ფაქტმა ისე შეაშინა პაპავა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, რისმაგ გორდეზიანს, როგორც ავტორიტეტს, დაავალა შუამდგომლობა და დისერტაციის დაცვაზეც პირადად მოვიდა. აი ამ ორმა ფაქტორმა გადამარჩინა გარიცხვას. ახლა დასავლეთის ჩარევამ შეიძლება პირიქით დაამძიმოს ადამიანის განაჩენი, რადგან მას დიპსტეიტობას დააბრალებენ; თეატრალურის ასეულობით სტუდენტი დაჯდება თუ არა რექტორის კაბინეტთან პროტესტზე, ამას ვნახავთ. ვინც ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს, რა დონის ავტორიტარიზმია უნივერსიტეტიდან პროტესტის გამო სტუდენტების გარიცხვა, შევახსენებ, რომ ამას ბრეჟნევის დროსაც არ აკეთებდა სსრკ. 1978 წლის პროტესტის მონაწილეები არ გაურიცხავთ უნივერსიტეტიდან. ტოლობის ნიშანი პუტინის რუსეთთან გვაქვს.