“ორი უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:
ორი უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში
1) ევროპა და კანადა წყვეტენ თითქმის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადაცემას უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას უპრობლემოდ შეეძლება იარაღის ყიდვა და საკუთარი ეკონომიკის უზრუნველყოფა. 2) ამერიკა ხვალ გამოაცხადებს “ტომაჰავკების” გადაცემას, რაც შესაძლებელს გახდის რუსული სამხედრო მანქანის უმეტესი ნაწილის განადგურებას. ეს მთლიანად ცვლის ომის სურათსა და რუსეთის სწრაფი დამარცხება გარდაუვალი ხდება, ვინაიდან რუსების გათვლა იმაზე, რომ ევროპა დაიღლება უკრაინის დახმარებით, ფუჭი აღმოჩნდა. უკრაინას თვითონ გაუჩნდება საკუთარი სახსრები.
მთლიანობაში საქმე გვაქვს დიდ შემობრუნებასთან ომშიც და მსოფლიო ისტორიაშიც და საქართველოზეც ეს ძალიან მალე აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა