ორთაჭალაში ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დაეჯახა მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა.
შემთხვევის დროს დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “სისხლი სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის კვალიფიკაციით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს