ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე ფოტორობოტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ფოტორობოტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. რომ ფოტორობოტი არის მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით შექმნილი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი.
ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.
„დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედამ, ნატო ხუტაშვილმა, რომლის ინტერესებსაც „უფლებები საქართველოს“ იცავს, 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციისა და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციას სურს გაავრცელოს შემდეგი განცხადება:
გაცნობებთ, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. გარდაცვლილი ბავშვის დედის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული ფოტორობოტი შექმნილია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს.
გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფოტორობოტი არის მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით შექმნილი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ამავდროულად, ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ფოტორობოტის საფუძველზე პირის ბრალეულობის დადგენა ვერ მოხდება. შესაბამისად, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც სავარაუდო დამნაშავის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ შემდეგი:
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისა და გამოძიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ღირებული ინფორმაცია, „უფლებები საქართველო“ სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალებიდან 9 თვეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული.
მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ