ორბელიანების სასახლეში უცხოელი დიპლომატები იკრიბებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიდიან.
ორბელიანების სასახლეში საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები უკვე მივიდნენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14 საათზე დაიწყება.
განსახილველი საკითხი სავარაუდოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტსა და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა