ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 7 თებერვალს დაიწყო შეხვედრები ოპოზიციონერ ლიდერებთან მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა ინიციატივა, რომ ოპოზიციამ ერთიანი პლატფორმა ჩამოაყალიბოს.
ორბელიანების სასახლეში მივიდნენ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია “დროას” ლიდერი გიგა ლემონჯავა, პარტია “ლელოს” ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პრეზიდენტთან, ძირითადად ორ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის თემაც იყო.
“ორი თემა იყო განხილვის საგანი. ერთი იყო კოორდინაცია რაღაც საკითხების გარშემო, ძირითადად ეს იყო 9 პუნქტი – რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები და დავეწიოთ სა და მოლდოვას. მეორე იყო ემიგრანტების საკითხი, რომ არაადეკვატური რეალობაა, როცა ასობით ათასი მოქალაქეა ქვეყნის გარეთ, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ათი ათასი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქაა სერიოზული პრობლემები, ბარიერები. [პრეზიდენტს] მოვუყევით, სადაა ეს ბარიერები”, – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
6 თებერვალს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“ – „მომავლის ქარტიას“.
მან ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2024 წლის არჩევნებით – თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს“, არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.
პრეზიდენტის თქმით, მზადაა, იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.
ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობას, პლატფორმის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგითა და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.
პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა „ნაციონალური მოძრაობა“. ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიისთვის „უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ“.
პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, გარდა პარტია “საქართველოსთვის”. ამ თემაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ დღეს განცხადებაც გაავრცელა.
მათი თქმით, პლატფორმის ფუნქცია მათთვის “გაუგებარია” და “ვერ მოიტანს შედეგს”. პარტიის პოზიციაა, რომ პლატფორმას “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრეზიდენტის, ს პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად გამოიყენებს.
“პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას და მზაობას, არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ, თუმცა არის პოლიტიკაში საკითხები, რომელიც ჩვენი პარტიისთვის არ გადაიხედება და ამიტომ, ამ პლატფორმაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი!” – აცხადებენ პარტიაში.

ასევე დაგაინტერესებთ