ორბეთის ტაძრის წინამძღვარი, ვახტანგ ხარხელაური ამბობს, რომ ტაძარში მისი გადაწყვეტილებით ჩამოკიდებული რუსეთის დროშა და გერბი ჩამოხსნეს.
სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ “ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი” და აღნიშნულს რუსეთის სიმბოლიკასთან კავშირი არ ჰქონია.
“ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი […] ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი, ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ რომ ჩამომეხსნა ?! ჩამოხსნილი არის”. – უთხრა ხარხელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.
თეთრიწყაროსა და მანგლისის ეპარქიის სოფელი ორბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩამოკიდებული რუსეთის დროშისა და გერბის ფოტო გუშინ, 7 ივლისს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
