ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღების შანსი 2008 წელს ხელიდან გაუშვეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი ევროკავშირსა და ნატო-ში მის გაწევრიანებას არასდროს მიიღებს.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუკაზე არის იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივა არის ის, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიას. ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს მიიღებს მის საზღვრებთან ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი თქმით, 2008 წელს მართლაც შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მიღება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და „ამასთან ერთად ხელიდან იქნა გაშვებული ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მომავალი პერსპექტივებიც“.

ასევე დაგაინტერესებთ