ორბანის ახალი ოპონენტი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ს ყოფილმა მოკავშირემ, პიტერ მაგიარმა, ხუთშაბათს საკუთარი პარტია რეგისტრაციაში გაატარა. ის აპირებს მონაწილეობის მიღებას ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივნისში იგეგმება. მაგიარი უნგრეთში ორბანს უპირისპირდება.
უნგრეთის პოლიტიკურ ასპარეზზე მაგიარი თებერვალში გამოჩნდა, როდესაც მან მთავრობა დაადანაშაულა ფართო კორუფციასა და ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანაის მართვაში. ორბანის თანაშემწეებმა უარყვეს მისი ბრალდებები.
მარტის ბოლოს მაგიარმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი ჯუდიტ ვარგასთან, მის მაშინდელ მეუღლესთან და უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან, რომელიც აღწერს ორბანის თანაშემწეების მცდელობას, ჩაერიონ სასამართლო საქმეებში.
ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ, რომელსაც ახლა უნგრეთის პროკურატურა იძიებს, ქვეყანაში დიდი პროტესტი გამოიწვია. ამ ყოველივემ მეტი ჩრდილი მიაყენა ორბანის მთავრობას, რომელსაც ისედაც უწევდა სექსუალური ძალადობის სკანდალთან გამკლავება, რამაც პრეზიდენტის გადადგომაც კი გამოიწვია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მაგიარი მიიღებს ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ს, ხოლო მმართველი პარტიის “ფიდესის” მხარდაჭერა ქვეყანაში ძირითადად უცვლელია.
მაგიარი, რომელიც ხელმძღვანელობდა არააქტიურ პარტიას “პატივისცემა და თავისუფლება”, მომავალ კვირას იწყებს კამპანიას ქვეყნის მასშტაბით. იგეგმება დღეში ექვს-რვა ქალაქში ჩასვლა, – განუცხადა მან ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”.
“კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”, – განაცხადა მან. გასულ კვირას გამართულ მიტინგზე მან აუდიტორიას უთხრა, რომ სურს “უნგრეთის დაბრუნება” და დემოკრატიის აღდგენა. მან მხარი დაუჭირა ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმას და გაიმეორა, რომ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა.
მაგიარმა ადრე თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს თავისი პარტიის სიას ევროპარლამენტის არჩევნებზე, როგორც მისი ყველაზე პოპულარული წევრი, მაგრამ არ გახდება ევროპარლამენტის წევრი და დარჩება უნგრეთში მთავრობის ოპონირების მიზნით.
თუ მისი პარტია მოიპოვებს რაიმე ადგილს ევროპულ არჩევნებში, მისი წევრები შეუერთდებიან ევროპარლამენტის “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფს, განუცხადა მან უნგრულ ATV-ის ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული