შარდენზე სროლა იყო – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ერთს პირს დაუპირისპირდა, რა დროსაც იარაღიდან გაისროლა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, “სროლის შედეგად, ანასხლეტებით ორი ადამიანი დაიჭრა”.
მამაკაცი, რომელმაც იარაღიდან გასროლა განახორციელა, პოლიციამ უკვე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით -მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.