ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაში, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის ჩართულობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში უნდა ჩამოყალიბდეს.
„როდესაც გააცნო მ ეს ინიციატივა საზოგადოებას, მან ამომწურავად ისაუბრა არგუმენტებზე და რაც მთავარია, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, ჩაერთონ განხილვაში. შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, ეს კანონპროექტი უნდა ჩამოყალიბდეს და შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა