ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან თ დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით, რადგან ორივეს სჭირდება ერთი რესურსი, ხალხის მხარდაჭერა –

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყოს.
“დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განავითარეს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით. საბოლოოდ, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ასეც და ისეც.
როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ ისინი მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყონ,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი