ომსკის სასამართლომ პუტინის ფოტოებზე ჰიტლერის ულვაშებისა მიხატვა აკრძალა

ომსკის სასამართლომ რუსეთში აკრძალულად გამოაცხადა ვებსაიტების ცალკეული გვერდები, სადაც გამოქვეყნებული იყო ვლადიმერ პუტინის ადოლფ ჰიტლერთან მიმსგავსებული სურათები და რუსეთის პრეზიდენტის სხვა მიმები.
ზოგიერთ შემთხვევაში, აიკრძალა ფოტოები, რომლებზეც პუტინი გამოსახული იყო ულვაშითა და ჰიტლერის მსგავსი ვარცხნილობით.
სასამართლომ ასევე აკრძალა ფოტოები, რომლებსაც ეწერა “Hitler kaput” (ჰიტლერი დამთავრდა). მათი უმეტესობა საპროტესტო აქციებზეა გადაღებული, ხოლო წარწერები მომიტინგეების პლაკატებზეა დაწერილი. მაგალითად, სასამართლომ აკრძალა ბლოგერ ილია ვარლამოვის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით: „პუტლერ, დალიე შხამი“.
გარდა ამისა, სასამართლომ აკრძალა ვებსაიტი Стихи.ру, სადაც განთავსებული იყო თავზე რევოლვერმიბჯენილი პუტინის გამოსახულება წარწერთ: „როგორ გადავარჩინოთ სირცხვილისგან“.
ომსკის პროკურატურამ მოითხოვა სურათების აკრძალვა.
მათი აზრით, სურათები „უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე“ და ადამიანებს უბიძგებს „ტერორისტული საქმიანობისა და დანაშაულების ჩადენისკენ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა