ომის 647-ე დღე ში – ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 84 სამხედრო შეტაკება დაითვალეს, საიდანაც უკრაინელებმა 21 შეტევა მოიგერიეს

უკრაინაში ს საომარი მოქმედებები გრძელდება. ბოლო 24 საათში, ომში მყოფ ქვეყანაში 84 სამხედრო შეტაკება დაითვალეს, საიდანაც უკრაინელებმა 21 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის პრეზიდენტი ომის ახალ ფაზაზე საუბრობს და ამბობს, რომ იარაღი რომელსაც პარტნიორები აწვდიან, გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
დონეცკის ოლქი, ავდიივკა – ამ ადგილს უკრაინელებმა უკვე დაარქვეს ავდიივკის ხორცსაკეპი, რადგან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ზონა რეალურად იქცა სასაკლაოდ. ს არმია ცოცხალი ძალის დანაკარგებს ანგარიშს არ უწევს და ფრონტის ხაზზე სულ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის. შედეგი კონტროლის ზონის თუნდაც მცირედით გაფართოებაა, რასაც სამხედროზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს წლის ბოლოს და გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნების წინ საზოგადოებას თავისი სიძლიერე დაუმტკიცოს, ეს საკითხი კი სწორედ ბრძოლის ველზე წყდება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ დღევანდელი მოცემულობით უკრაინელების კონტრშეტევაზე საუბარი დასრულებულია და პირიქით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ინიციატივას რუსეთის არმია ფლობს. ეს ეხება როგორც დონეცკის, ასევე ზაპოროჟიეს მიმართულებას, სადაც რუსებს ასევე მცირე წინსვლა აქვთ. ფრონტზე უკრაინის შედეგებით უკმაყოფილებას არ მალავს .
Associated Press-თან ინტერვიუში ზელენსკიმ საჭიროებებზე ვრცლად ისაუბრა. აღინიშნა, რომ მის ქვეყანას ჭირდება შეიარაღება და მსოფლიოს ყურადღება, რაც ნაწილობრივ ისრაელის ომის გავლენით შემცირებულია. ახლა ზელენსკი, პირველ რიგში, -სგან ელოდება 60 მლრდ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო პაკეტის დამტკიცებას. ეს საკითხი დეკემბრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მანამდე ომის ახალ ფაზაში გადასული ქვეყანა მძიმე ზამთრისთვის ემზადება, რაც ფრონტის ხაზზე სამხედრო რესურსების შევსებასთან ერთად ენერგოობიექტების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებასაც გულისხმობს. ამ მხრივ გამოცდილება უკვე არსებობს. მოსახლეობის დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვების მიზნით, წინა ზამთარს რუსული სარაკეტო იერიშების სამიზნე უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ხშირად ხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები