ომის დაწყების შემდეგ თურქეთის ექსპორტი ისრაელში 30%-ით შემცირდა

თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ომი დაიწყო, 2023 წლის ოქტომბერში. ამას თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები ადასტურებს.
დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 20 მარტამდე თურქეთ-ს ვაჭრობის მთლიანი მოცულობა თითქმის 33%-ით დაეცა.
თურქეთის ექსპორტი ისრაელში 30%-ით, ხოლო იმპორტი ისრაელიდან 43,4%-ით შემცირდა.
კერძო პირები და კომპანიები თურქეთში ეტაპობრივად წყვეტენ კომერციულ ტრანზაქციებს ისრაელთან, დარჩენილი ვაჭრობა კი ძირითადად კერძო ფირმებთან, მათ შორის რიგ საერთაშორისო ფირმებთან, და არა სახელმწიფო საწარმოებთან ხორციელდება.
თურქეთიდან პალესტინაში გაგზავნილი საქონელი გადის ისრაელის საბაჟო პუნქტებს, რადგან პალესტინაში ასეთი პუნქტები არ არსებობს.
პალესტინისთვის განკუთვნილ პროდუქტებს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა „ისრაელი“ ან „ისრაელის გავლით“.
გარდა ამისა, ისრაელი არ ცნობს სამართლებრივ ურთიერთობებს პალესტინასა და მესამე ქვეყნებს შორის და ასევე უარს ამბობს კომერციული ტრანზაქციების დაშვებაზე ეგვიპტის საზღვარზე რაფაჰის საგუშაგოზე.
შედეგად, მესამე ქვეყნებსა და პალესტინას შორის ვაჭრობა სტატისტიკაში უმეტესწილად აღირიცხება, როგორც ვაჭრობა ისრაელთან.