ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ზვიადაური „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
