ოლეშჩუკი: რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გავანადგურეთ

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 19 აპრილს ს მიერ უკრაინულ ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის ფონზე, მ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა.
“პირველად [უკრაინის] საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფმა, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასთან თანამშრომლობით, შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა, რომელსაც Х-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადააქვს, რასაც რუსი ტერორისტები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თავდასასხმელად იყენებს”. – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram არხზე.