ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნა

მ ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი მუშაობას დიპლომატიური მიმართულებით გააგრძელებს.
„უფრო კონკრეტულად, მე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე დავამტკიცე. იგი უკრაინისთვის სამომავლო მუშაობის მსგავსი ხედვის შესახებ მესაუბრა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი 26 მარტს გაათავისუფლა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი