ოლაფ შოლცი: უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო არტილერიის გადასაცემად კოალიციას ვქმნით

უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქმნიან კოალიციას, რომლის მიზანიც სთვის შორი დისტანციური არტილერიის მიწოდებაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს გამოიყენებენ.

„ჩვენი ერთობლივი მიზანი იყო და არის იმის უზრუნველყოფა, რომ მ ეფექტურად შეძლოს რუსულ აგრესიასთან დაპირისპირება. სრულებით ცხადია, რომ ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს და ასევე ნათელია, რომ თავად არ ვართ რუსეთთან ომი მდგომარეობაში“, – აცხადებს შოლცი.

ხოლო როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პარიზი, ბერლინი და ვარშავა ერთიანი არიან პოზიციაში, რომ უკრაინას რუსეთთან გამარჯვების მოპოვებაში უნდა დაეხმარონ, თუმცა, არ სურთ მოსკოვთან პირდაპირი კონფლიქტი.

ერთიანდებიან თავიანთი მიდგომით, რათა თავიდან აიცილონ ს მოგება ომში, მაგრამ არ ეძებენ პირდაპირ კონფლიქტს მოსკოვთან

„ჩვენ მანამ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება. ამას გავაკეთებთ ისე, როგორც პირველივე დღეებიდან – ესკალაციის პროვოცირების თავიდან აცილებით“, – ამბობს მაკრონი. 

ცნობისთვის, სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მიზნად ისახავდა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავებას.

ასევე დაგაინტერესებთ