ოლაფ შოლცი – უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება

ს სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.
„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ს რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით – მტკიცედ და წინდახედულად“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც