ოლაფ შოლცი – ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ – ეს გათვლა არ იმუშავებს

გერმანიის კანცლერი, დასავლეთის ქვეყნებს კვლავ მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ და ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ ს მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.
„მტკიცედ მომხრე ვარ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ შეიტანოს იმხელა წვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინი, რომ ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება, არ გამართლდეს”, – აღნიშნა შოლცმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან, გაბრიელ ატალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერის თქმით, იმედოვნებს, რომ დასავლელი მოკავშირეები, რაღაც მომენტში, კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ. “ეს არის გზავნილი, რომელიც მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს მას როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან: ეს გათვლა არ იმუშავებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ს”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
თავის მხრივ, გაბრიელ ატალმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი აპირებს გააფართოოს უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, არამედ იარაღზეც. ამავდროულად, ატალმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მიწოდებული იარაღის ხარისხსაც, რადგან ის უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელებმა საკუთარი თავი დაიცვან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

კახა კალაძე – ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით