ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შედეგად, პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი განადგურდა – უკრაინული მხარე წერს, რომ ხომალდი ირანული კამიკაძე დრონებით იყო დატვირთული

ვითარება ში – ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქების ხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:00 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს ძლიერი აფეთქებაც. ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად, პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი განადგურდა.
რუსეთმა დაადასტურა უკრაინელების თავდასხმა ხომალდზე, თუმცა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ხომალდი მხოლოდ დაზიანდა. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
უკრაინული მხარე წერს, რომ ხომალდი ირანული კამიკაძე დრონებით იყო დატვირთული. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალაც ინახებოდა. ს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი უკრაინული მოიერიშე Су-24 გაანადგურა, რომლებიც სადესანტო ხომალდზე თავდასხმას ცდილობდნენ.
ბოლო 24 საათში ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 76 შეტაკება მოხდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მათ სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ მარინკაზე. ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს.
შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რეგიონზეც. იყო აფეთქებები მიკოლაევში. დაიბომბა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონები, სადაც იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა