ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ სირიაში იმყოფება, – ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოლეგ ბარციცთან ერთად სირიაში იმყოფება ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ტუჟბა.
„საზღვარზე მინისტრს დახვდნენ სირიაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტისა და ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მინისტრთან ასად ჰასან ალ-შაიბანისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“, – აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.
