ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – სამიზნეში სამშობიარო კლინიკაც აღმოჩნდა

ხარკოვში, სალტოვკის რაიონზე მორიგ თავდასხმას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.
დაზიანებულია ოთხსართულიანი მიტოვებული შენობა, სტომატოლოგიური პოლიკლინიკა და საცხოვრებელი სახლის სახურავი. გარდა ამისა, დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ავტოფარეხი და ავტომობილები. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 9 ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, აფეთქებებმა დააზიანა სამშობიარო კლინიკა, სადაც იმ მომენტში მშობიარეები და ახალშობილები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაწყებულია მათი ევაკუაცია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის დაფუძნებაზე – კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ