ცაჰკნა: უნდა მოვამზადოთ პასუხი სტატუსთან, პერსონალურ სანქციებთან, უვიზოსთან დაკავშირებით

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან ცხადი იყოს თავის პასუხში”.
მისი თქმით, EU-ის პასუხი, მათ შორის, უნდა მოიცავდეს კანდიდატის სტატუსს, პერსონალურ სანქციებს, რამდენადაც შესაძლებელია და უვიზო რეჟიმის გადახედვას.
“ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან ცხადი უნდა იყოს თავის პასუხში. უნდა მოვამზადოთ ჩვენი პასუხი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე პერსონალურ სანქციებზე, თუ ეს შესაძლებელი იქნება. ასევე, გადავხედოთ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხსაც, რადგან ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა იღებს, არ არის გარანტირებული მოცემულობა”, – თქვა ცაჰკნამ.