ოკუპანტების მიერ ხერსონის რკინიგზის სადგურზე იერიშის მიტანას გამოეხმაურა

ოკუპანტების იერიშის შედეგად ხერსონის რკინიგზის სადგურზე ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა შორის სამართალდამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქალაქის დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით, 140 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი საევაკუაციო მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდნენ. თავდასხმის დროს დაზიანდა სადგური და მატარებლები. მგზავრები თავშესაფარში გადაიყვანეს.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
აფეთქებები იყო ოდესაშიც, “შაჰედის” ტიპის დრონების შეტევის გამო საჰაერო განგაში ამოქმედდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რამდენიმე დრონია ჩამოგდებული.
თავის მხრივ, დრონებით იერიშის შესახებ, რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი როსტოვის ოლქში, იტყობინება მხარის გუბერნატორი. მისივე ინფორმაციით, მფრინავი ობიექტი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს